ურუგვაის მსოფლიო თასზე კარგი გამოსვლა უფასდება და მაღალი დონის ტესტ-მატჩთან ახლოსაა

ურუგვაის მსოფლიო თასზე კარგი გამოსვლა უფასდება და მაღალი დონის ტესტ-მატჩთან ახლოსაა

ურუგვაის ნაკრები მსოფლიო თასზე საკმაოდ კარგად გამოვიდა.

"ლოს ტეროსმა" სენსაციურად ფიჯის ნაკრები დაამარცხა, რითაც კუნძულელებს პლეი-ოფში გასვლის შანსი მოუსპო. გარდა ამისა, მათ ღირსეულად ითამაშეს ავსტრალიის და უელსის წინააღმდეგ, რომლებსაც ლელოები დაუდეს და იმაზე გაცილებით მცირე სხვაობით წააგეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ხოლო საქართველოს ნაკრებთან თამაში ფიჯისთან შეხვედრიდან ოთხიოდე დღეში მოუწიათ და ფიზიკურად შედარებით სუსტმა გუნდმა "ბორჯღალოსნებთან" უშანსოდ 7:33 წააგო. 

ურუგვაელებს აშკარაა, რომ პლანეტის პირველობაზე გამოსვლა უფასდებათ. გასულ კვირას ისინი "მსოფლიო რაგბის" საბჭოში მიიღეს, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, მათ მაღალი დონის ტესტ-მატჩს მისცემენ.

"პრანწიები" სეზონს თებერვალში ამერიკის რაგბი ჩემპიონშიპით დაიწყებენ, რომელიც 6 ერის პარალელურად იმართება და ტურნირი მარტამდე გასტანს. ივლისის ტესტებზე, ურუგვაი მონტევიდეოში, კვლავ ერთა თასს უმასპინძლებს. წელს ამ ტურნირზე მონაწილეობა ურუგვაისთან ერთად, არგენტინა XV-მა, ნამიბიამ და რუსეთმა მიიღეს, მომდევნო წელს რომელი გუნდები ითამაშებენ, ჯერ დადგენილი არ გახლავთ.

ნოემბრის ტესტებზე კი ურუგვაი დიდ საჩუქარს ელოდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები იტალიის რაგბის კავშირთან მიმდინარეობს და დიდი შანსია, რომ 2020 წლის ნოემბერში სამხრეთ ამერიკელები აპენინის ნახევარკუნძულს ესტუმრონ. თუ ეს მატჩი შედგება, ურუგვაი 2007 წლის შემდეგ ტიერ 1-ის ქვეყანას, ტესტ-მატჩების ეგიდით პირველად შეერკინება.

გარდა ამისა, ურუგვაი ნოემბერში კიდევ ორ შეხვედრას გეგმავს. ეს მატჩები მეორე დონის ევროპულ ქვეყნებთან იგეგმება, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ევროპაში ჩასულ რომელიმე სხვა კონტინენტის წარმომადგენელსაც ეთამაშნონ. 

კომენტარები

სვანიძე: "6 ერში ბილეთებიდან მილიონ ევროს და მეტს შოულობენ, ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში - 150000 ლარს"
გოჩა სვანიძემ რუსეთთან და სამხრეთ აფრიკასთან გადადებულ მატჩებზე ისაუბრა
ტოპ 14: ყველა ქართული სატრანსფერო სიახლე და სხვა ამბები, რომლებიც 2 ივნისისთვისაა ცნობილი
ინგლისური კლუბი ვასილ ლობჟანიძეს რის ვების ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებს
დავით ზირაქაშვილის მასტერკლასი ინგლისის ნაკრების და ლომების ბურჯს [VIDEO]
"სუპერ რაგბი აოთიროა" ინოვაციური წესებით გაიმართება
ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული