ინგლისური რაგბის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

ინგლისური რაგბის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრების და "ნორსჰემპტონ სეინტსის" ლეგენდამ, დილან ჰარტლიმ კარიერა დაასრულა. 

33 წლის კვაჭმა უკანასკნელად 2018 წლის 13 ოქტომბერს ჩელენჯ თასზე ითამაშა და მას შემდგომ, მუხლის ტრავმის გამო მინდორზე აღარ გასულა. ამის გამო, მან 2019 წლის მსოფლიო თასიც გამოტოვა და საბოლოოდ, იძულებული გახდა, რომ დაზიანების გამო, ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა.

ჰარტლი "ნორსჰემპტონში" 2005 წლიდან თამაშობდა, 251 შეხვედრა ჩაატარა და 23 ლელოს გატანა მოახერხა. ის ჩატარებული 15-დან 9 სეზონი კაპიტანი გახლდათ. ინგლისის ნაკრებში დებიუტი კი 2008 წელს ჰქონდა, 97 კეპი მოიხვეჭა და 30-ჯერ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია