რეკორდები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასზე დაფიქსირდა

რეკორდები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასზე დაფიქსირდა

2019 წლის მსოფლიო თასი ისტორიის კუთვნილებაა. 

პლანეტის პირველობამ საინტერესოდ ჩაიარა. ბევრი კმაყოფილი დარჩა, ზოგიერთი მეტს მოელოდა, ზოგიც ტაიფუნ ჰაგიბისის გამო ჩაშლილ თამაშებზე აპელირებდა, თუმცა საერთო ჯამში უეჭველია, რომ იაპონია მსოფლიო თასების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელი გახლდათ.

განვლილ მსოფლიო თასზე რამდენიმე საინტერესო რეკორდი დაფიქსირდა:

  • პირველი და მეორე დონის გუნდების მატჩებში, საშუალოდ სარეკორდო 30.5 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა;
  • იაპონიაში არსებულ ფანზონებში 1.13 მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი;
  • იაპონიის და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებას ტელევიზიის საშუალებით იაპონიაში 54.8 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც ამომავალი მზის ქვეყნისთვის სარეკორდო მაჩვენებელია;
  • იაპონურ ეკონომიკაზე 437-მილიარდიანი (იენა) ზეგავლენა მოახდინა;
  • მატჩებზე დასწრების საშუალო მაჩვენებელი 99.3% იყო და გაიყიდა 1.84 მილიონი ბილეთი;
  • იოკოჰამაში გამართულ მსოფლიო თასის ფინალს 70103 ადამიანი დაესწრო, რაც "ნისან სთედიუმისთვის" სარეკორდო მაჩვენებელია. ცნობისთვის, 2002 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს 69029 გულშემატკივარმა უყურა სტადიონზე.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია