"წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ" - როჯერ ფედერერმა სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასის მოგება მიულოცა [VIDEO]

"წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ" - როჯერ ფედერერმა სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასის მოგება მიულოცა [VIDEO]

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მსოფლიო თასის მოგება მიულოცა.

ცნობილია, რომ ლეგენდარულ ჩოგბურთელს რაგბი ძალიან უყვარს და თვალს განვლილ მსოფლიო თასსაც ადევნებდა. 38 წლის სპორტსმენს დედა სამხრეთ აფრიკელი ჰყავს, თავად კი შვეიცარიის გარდა, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობასაც ფლობს და იოლი მისახვედრია, თუ ვის გულშემატკივრობდა პლანეტის პირველობაზე.

როჯერმა "სპრინგბოკსის" კაპიტანს, სია კოლისის მიმართა და მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

"გამარჯობა სია. როჯერი თქვენს გვერდითაა, არ შემიძლია, რომ ძალიან ბედნიერი არ ვიყო, შენი და გუნდის წარმატებით. ეს იყო საოცარი გამარჯვება და გუნდის შესანიშნავი თამაში. თქვენ ერთად დიდი დრო გაატარეთ და ყველაფერი დიდი გამარჯვებით დაასრულეთ. 

მე თქვენს თამაშებს ვუყურებდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედია მალე შევხვდებით. თქვენ საუკეთესოები ხართ".

ფედერერმა მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ "ტვიტერზეც" დაპოსტა, სადაც 12.7 მილიონი გამომწერი ჰყავს.

"მაქსიმალური პატივისცემა ყველა მორაგბეს, საოცარი სიმტკიცისთვის და სამართლიანობისთვის. სამხრეთ აფრიკა, თქვენ ეს შეძელით! მსოფლიო ჩემპიონები, ვაუ! წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ".

ფედერერის მილოცვას გამოეხმაურა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდიც და როჯერს, გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია
ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული
იტალიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2023 წლის ბოლომდე დაიბევა