სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონია

სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონია

სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი 32:12 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.

პირველმა ტაიმმა მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა გუნდებმა 2-2 ჯარიმა გაცვალეს, თუმცა ტაიმის მიწურულს აფრიკელებმა მაინც იძალეს და შესვენებაზე 6 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ "სპრინგბოკსი" როგორც შერკინებაში, ისე სხვა კომპონენტებში მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ინგლისელთათვის თამაშში გარდატეხის საშუალება არ მიუცია.

მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკამ თავისი ტრადიციული რაგბი ითამაშა, მარქაფადან შემოსულმა მორკინალებმა კიდევ უფრო გააძლიერეს "ბოკე" რასაც ჯერ მაკაზოლე მაპიმპის ლელო შემდეგ კი ჩესლინ ლოკბის ლელო მოჰყვა, ამ უკანასკნელმა კი მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასს მესამედ დაეუფლა. მათი მხრიდან ლელოები მაკაზოლე მაპიმპიმ და ჩესლინ კოლბემ დადეს, დანარჩენი 22 ქულა კი ანდრე პოლარდის ანგარიშზეა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა