ვის დარჩება ბრინჯაოს მედალი, ახალ ზელანდიას თუ უელსს? [პრევიუ]

ვის დარჩება ბრინჯაოს მედალი, ახალ ზელანდიას თუ უელსს? [პრევიუ]

დღეს ტოკიოში 2019 წლის მსოფლიოს თასის ბოლოსწინა შეხვედრა გაიმართება. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ახალი ზელანდიის და უელსის ნაკრებები შეერკინებიან.

ახალი ზელანდია

ფაქტია, რომ "ოლ ბლექსისთვის" ეს მსოფლიო თასი წარუმატებელი გამოდგა და ამას, უელსთან შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ვერ შეცვლის. მათთვის ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონობა იქნებოდა, თუმცა ინგლისთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ვერაფერი გააწყეს და გულშემატკივარს ალბათ, ძალიან გაუჭირდება ასე უსუსურად მოთამაშე "ოლ ბლექსის" გახსენება. 

ინგლისი აშკარად უკეთ იყო მომზადებული ამ მატჩისთვის და ეს პრინციპში ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა აღნიშნა კიდეც, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისი გუნდი ამ შეხვედრისთვის ორ წელზე მეტი ემზადებოდა, ხოლო ახალი ზელანდია მხოლოდ ერთი კვირა. ფაქტია, რომ "წითელმა ვარდებმა" ახალი ზელანდია ფაქტობრივად ყველაფერში დაჩაგრეს და რომ არა, დერეფანში დაშვებული უხეში შეცდომა, შესაძლოა, "კივებს" სულაც ნულზე წაეგოთ. 

ინგლისთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, სტივ ჰანსენმა მე-3 ადგილისთვის მატჩისთვის შვიდი ცვლილება განახორციელა. აღნიშნული მატჩი "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იქნება თავად ჰანსენისთვის. 

სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან გარემარბები ბენ სმიტი და რიკო იოანე. ცენტრში კი ვეტერანები რაიან კროტი და სონი ბილ უილიამსი იქნებიან. ცვლილებებია აგრეთვე მესამე ხაზშიც არდი სავეას და სკოტ ბარეტის ნაცვლად სემ ქეინი და შენონ ფრიზელი ითამაშებენ, ბარეტი კი მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლებს, რომელმაც სემ ვაითლოქის ადგილი დაიკავა. ერთადერთი ცვლილებაა პირველ ხაზში, კოდი ტეილორის ნაცვლად ძირითად შემადგელობაში დენ კოულსი ბრუნდება.

"ოლ ბლექსის" კვართს უკანასკნელად მოირგებენ: ქირან რიდი, რაიან კროტი, ბენ სმიტი და სონი ბილ უილიამსი. 

ახალ ზელანდიას ბრინჯაოს მედალი ორჯერ 1991 და 2003 წლებში აქვს აღებული.

უკანა ხაზი

15. ბოდენ ბარეტი, 14. ბენ სმიტი, 13. რაიან კროტი, 12. სონი ბილ უილიამსი, 11. რიკო იოანე, 10. რიჩი მო'უნგა, 9. არონ სმიტი;

შერკინება

1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სკოტ ბარეტი, 6. შენონ ფრიზელი, 7. სენ ქეინი, 8. ქირან რიდი(კაპ);

მარქაფა

16. ლიამ კოლტმანი, 17. ატუ მოლი, 18. ანგუს ტა'ავაო, 19. პატრიკ ტუიპულოტუ, 20. მეთ ტოდი, 21. ბრედ ვებერი, 22. ენტონ ლენერ-ბრაუნი, 23. ჯორდი ბარეტი;

უელსი

უელსს წინა ორი მსოფლიო თასის მსგავსად, პლეი-ოფში წარმატების მისაღწევად კვლავ ცოტა დააკლდა. 2011 წლის მსოფლიოს ნახევარფინალში მათ საფრანგეთთან მატჩში მე-19 წუთზე სემ უორბარტონი წითელი ბარათით გაუძევეს და საბოლოო ჯამში მინიმალური სხვაობით 8:9 წააგეს, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი ავსტრალიასთან 18:21 დამარცხდნენ. 

 2015 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში კი სამხრეთ აფრიკასთან ბოლო წუთებზე გაშვებული ლელოთი 19:23 დამარცხდნენ და ამჯერადაც, მათ ფინალისკენ მიმავალი გზა სწორედ აფრიკამ გადაუღობა. უელსელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ამჯერადაც ბოლო წუთებზე წააგეს: 76-ე წუთზე ანდრე პოლარდმა გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა და "სპრინგბოკსმა" 19:16 იმარჯვა.

უელსისთვის დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი მაქსიმალური მიღწევა სწორედ მესამე ადგილი გახლავთ და ისიც, პირველ მსოფლიო თასზე 1987 წელს. ასე რომ, მათ ისტორიული მიღწევის განმეორება შეუძლიათ. 

უორენ გეთლენდმა, რომლისთვისაც ეს მატჩი უელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო იქნება, "ოლ ბლექსთან" მატჩისთვის 9 ცვლილება განახორციელა. 

უელსელები ახალ ზელანდიასთან მატჩს ახალი ღერძით ხვდებიან 9 ნომრის პოზიციაზე მატჩს ტომოს უილიამსი დაიწყებს, რომელსაც მგეზავად რის მატჩელი შეუწყვილდება. მარცხენა გარემარბის პოიზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ჯოშ ადამსმა რომელსაც მიმდინარე მსოფლიო თასზე 6 ლელო აქვს დადებული, მარჯვენა გარემარბი კი ოუენ ლეინი იქნება, მან ტრავმირებული ჯორჯ ნორთი ჩაანაცვლა. 

ცვლილებაა აგრეთვე ცენტრშიც ჯონათან დევისს ძირითად შემადგენლობაში ოუენ ვოთქინი შეუწყვილდება, ფულბეკის პოზიციაზე კი ლი ჰალფპენის ნაცვლად ჰალამ ეიმოსი იქნება სასტარტო თხუთმეტეულში. რაც შეეხება პირველ ხაზს კენ ოუენსს დილონ ლუისი და ნიკი სმიტი შეუწყვილდება, მეორე ხაზში კი ალან უინ ჯოუნსის პატრნიორი ადამ ბერდი იქნება. 

უკანა ხაზი 

15. ჰალამ ეიმოსი, 14. ოუენ ლეინი, 13 ჯონათან დევისი, 12 ოუენ ვოთქინი, 11. ჯოშ ადამსი, 10. რის პატჩელი, 9. ტომოს უილიამსი;

შერკინება

8. როს მორიართი, 7. ჯეიმს დევისი, 6. ჯასტინ ტიპურიკი, 5. ალუნ უინ ჯოუნსი (კაპ), 4. ადამ ბერდი, 3. დილონ ლუისი, 2. კენ ოუენსი, 1. ნიკი სმიტი;

მარქაფა

16. ელიოტ დი, 17. რის ქერი, 18. უინ ჯოუნსი, 19. ჯეიკ ბოლი, 20. არონ შინგლერი, 21. გარეთ დევისი, 22. დენ ბიგარი, 23. ჰედლი პარკსი;

ურთიერთშეხვედრები

ახალი ზელანდიის და უელსის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 34-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 31 მატჩი "ოლ ბლექსს" აქვს მოგებული, ხოლო სამი შეხვედრა "დრაკონების" გამარჯვებით დასრულდა. სათქმელია, რომ უელსმა "კივებს" უკანასკნელად ძალიან დიდი ხნის წინ, 1953 წელს სძლია და მას შემდგომ, ზედიზედ 30 მატჩი აქვს წაგებული. 

ისინი ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს კარფიფში შეერკინნენ და "ოლ ბლექსმა" 33:18 იმარჯვა.

მსაჯები

შეხვედრას ინგლისელი უენ ბარნსი განსჯის, რომელსაც კიდეებიდან სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი და ფრანგი პასკალ გოზე დაემხარებიან, ხოლო ვიდეორეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერი იქნება.

სად ვუყუროთ?

უელსის და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩი პარასკევს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და პირველი არხის ეთერში იხილავთ.

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ