"მსოფლიო რაგბის" საბჭოს ახალი ქვეყანა შეემატა

"მსოფლიო რაგბის" საბჭოს ახალი ქვეყანა შეემატა

ურუგვაის ნაკრებს მსოფლიო თასზე კარგი თამაში დაუფასდა და დღეიდან "მსოფლიო რაგბის" საბჭოა წევრია.

"მსოფლიო რაგბის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ზემოხსენებული ორგანიზაცია აგრძელებს გაფართოებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ფედერაციამ მიიღოს საერთოშორისო პირველად გადაწყვეტილებებში მონაწილეობა.

ამ საბჭოში შედის ათივე პირველი დონის გუნდი (ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, უელსი, შოტლანდია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა), რომელთაც გააჩნიათ სამი ხმის უფლება და ჰყავთ ორი დელეგატი.

მეორე დონის გუნდებიდან იაპონიას აქვს ორი ხმა და ჰყავს ერთი დელეგატი, ხოლო საქართველოს, ფიჯის, სამოას, კანადას, რუმინეთს და აშშ-ს თითო ხმა და დელეგატი გააჩნიათ. გარდა ამისა, ორი ხმის უფლება აქვთ და ერთი დელეგატი ჰყავთ კონტინენტის მმართველ სარაგბო ორგანოებს. საქართველო ამ ორგანოში 2015 წლიდან იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაიმ მსოფლიო თასზე სენსაციურად ფიჯის დამარცხება მოახერხა და სხვა მატჩებიც ღირსეულად ჩაატარა. "ლოს ტეროსი" მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება. 

 

კომენტარები

ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული
იტალიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2023 წლის ბოლომდე დაიბევა
რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს