მაიკლ ჩეკას ღია წერილი ავსტრალიელ გულშემატკივარს

მაიკლ ჩეკას ღია წერილი ავსტრალიელ გულშემატკივარს

მაიკლ ჩეკამ ავსტრალიის ნაკრების ფანებს ემოციური წერილით მიმართა. ჩეკა ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მსოფლიო თასზე ინგლისთან 16:40 მარცხის შემდეგ გადადგა.

"მსოფლიო თასის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, ბევრი ითქვა სახლებში, ბარებში, გაზეთებში და სოციალურ მედიაში. 

მას შემდეგ რამდენიმე კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა, თუმცა მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ვთქვა, რომლებიც ვფიქრობ რომ თქმას იმსახურებენ. ახლა თუ არ გავახმოვანე ალბათ მერე აღარასდროს ვიტყვი.

მინდა ყველას პირადად მადლობა გადაგიხადოთ და ბოდიში მოგიხადოთ, რომ წინა მსოფლიო თასთან შედარებით უკეთსი შედეგი ვერ ვაჩვენეთ. როგორც "ვოლაბების" მთავარ მწვრთნელს მინდა იცოდეთ, რომ ვგრძნობ თქვენი იმედების ტარების სიმძიმეს და მიყვარს ის პასუხისმგებლობა რაც მას თან ახლავს.

მსოფლიო თასიდან გამოთიშვის შემდეგ უამრავი მხარდაჭერის მესიჯი მივიღე, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მსოფლიო თასს მიღმა დავრჩით, ეს ძალიან გულსატკენია, არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ მას ახლაც ვგრძნობთ.

გთხოვთ იცოდეთ, რომ ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული ყოველი წუთი მიყვარს. ამაყი ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთვის მემსახურა და ყოველთვის ვიღწვოდი რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა და როგორც მწვრთნელს საუკეთესოდ წარმომეჩინეთ მთელი ჩემი ენერგიით, სულით და გულით, როგორც ამაყი ავსტრალიელები მსოფლიოს სარბიელზე" - მაიკლ ჩეკა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს