ავსტრალიელი ვარსკვლავი: "ჩეკა ავსტრალიურ რაგბიზე რომ ზრუნავდეს, დიდი ხნის წინ წავიდოდა"

ავსტრალიელი ვარსკვლავი: "ჩეკა ავსტრალიურ რაგბიზე რომ ზრუნავდეს, დიდი ხნის წინ წავიდოდა"

ცნობილმა ავსტრალიელმა მორაგბემ ქუეიდ კუპერმა, "ვოლაბების" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეკა გააკრიტიკა. 

როგორც მოგეხსენებათ, ავსტრალიამ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე უელსთან წააგო და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო პლეი-ოფში ინგლისთან უშანსოდ 16:40 დამარცხდა, რის შემდეგაც ჩეკამ პასუხისმგებლობა აიღო და დაკავებული პოსტი დატოვა. 

52 წლის სპეციალისტის გადადგომას გამოეხმაურა "რებელსის" ყოფილი მგეზავი, რომელიც მსოფლიო თასის გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოო შემადგენლობაში ის ჩეკამ არ შეიყვანა.

"ის ავსტრალიურ რაგბიზე ნამდვილად რომ ზრუნავდეს, დიდი ხნის წინ წავიდოდა", - დაწერა 31 წლის ვარსკვლავმა "ტვიტერზე".

კუპერს "ვოლაბების" კვართით 69-ჯერ უთამაშია და 8 ლელოს გატანა მოახერხა. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს