ახალზელანდიურმა გამოცემამ მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

ახალზელანდიურმა გამოცემამ მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

ახალზელანდიურმა სარაგბო გამოცემამ Worldwide Rugby Hub-მა მსოფლიო თასის ყველა დროის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, ოღონდ, ამ სიმბოლურში მშობლიური ქვეყნის მორაგბეები არ შეიყვანეს და ეს სიმბოლური უცხოელი მოთამაშეებით დააკომპლექტეს.

ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ის გახლავთ, რომ ამ გუნდში რვა ნომრის პოზიციაზე ფიგურირებს ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდა მამუკა გორგოძე, რომელმაც სანაკრებო კარიერა ახლახანს დაასრულა. სულ "ბორჯღალოსნებში" 75 კეპი მოიხვეჭა და 27 ლელო გაიტანა, ხოლო მსოფლიო თასებზე 15 შეხვედრა ჩაატარა. 

ზემოხსენებული სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. სერჟ ბლანკო (საფრანგეთი), 14. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 13. ფილიპე სელა (საფრანგეთი), 12. ტიმ ჰორანი (ავსტრალია), 11. დევიდ ქემფიზი (ავსტრალია), 10. ჯონი ვილკინსონი (ინგლისი), 9. იუსტ ვან ვესთეიზენი (სამხრეთ აფრიკა);

შერკინება

1. ჯეისონ ლეონარდი (ინგლისი), 2. ჯონ სმიტი (სამხრეთ აფრიკა), 3. ოს დუ რანდტი (სამხრეთ აფრიკა), 4. მარტინ ჯონსონი (ინგლისი), 5. ჯონ ილზი (ავსტრალია), 6. ფრანსუა პიენაარი (სამხრეთ აფრიკა), 7. ტიერი დუსეტუარი (საფრანგეთი), 8. მამუკა გორგოძე (საქართველო).

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია