უელსთან შეხვედრის ანტი-გმირმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

უელსთან შეხვედრის ანტი-გმირმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

საფრანგეთის ნაკრების მეორეხაზელმა სებასტიან ვაჰამაჰინამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მსოფლიო თასის მეოთხედფინალში საფრანგეთი უელსს 19:10 ამარცხებდა, როდესაც მატჩის 49-ე წუთზე ვაჰამაჰინამ სრულიად უწყინარ სიტუაციაში მეტოქეს იდაყვი ჩაარტყა სახეში და წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც ფრანგებმა ჯერ ჯარიმა მიიღეს, შემდეგ ლელო და საბოლოოდ მსოფლიო თასს გამოეთიშნენ.

"ძალიან რთული დღეა ჩემთვის, კიდევ უფრო იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება თვეების წინ მივიღე, უელსთან მატჩი ჩემს სანაკრებო კარიერაში ბოლო იყო" - განაცხადა ვაჰამაჰინამ.

სებასტიან ვაჰამაჰინამ კარიერის მანძილზე საფრანგეთის ნაკრების მაისურით 46 მატჩი აქვს ჩატარებული, მასთან ერთად კარიერა დაასრულეს აგრეთვე გამოცდილმა ფრანგმა მორაგბეებმა გიომ გირადომ და ლუი პიკამოლმა.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია