რამდენმა მილიონმა ადამიანმა უყურა იაპონიის ნაკრების მატჩებს მსოფლიო თასზე?

რამდენმა მილიონმა ადამიანმა უყურა იაპონიის ნაკრების მატჩებს მსოფლიო თასზე?

იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, სადაც სამხრეთ აფრიკასთან 3:26 დამარცხდა.

"საკურებმა" ტურნირზე ბრწყინვალედ ითამაშეს და ჯგუფში ორი სენსაცია მოახდინეს: ჯერ ირლანდიას სძლიეს, შემდეგ შოტლანდიას და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. იაპონიაში საკუთარი ნაკრების თამაშებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და სატელივიზიო რეკორდიც კი მოიხსნა. 

"ალუბლების" პირველ შეხვედრას რუსეთის წინააღმდეგ იაპონიაში 26 მილიონმა ადამიანმა უყურა, ირლანდიასთან სენსაციურ გამარჯვებას 29.5 მილიონმა ადევნა თვალი, რის შემდეგაც ეს რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და სამოასთან მოგებულ შეხვედრას 47 მილიონმა უყურა, ხოლო შოტლანდიასთან გადამწყვეტი შეხვედრა 54.8 მილიონმა ადამიანმა ნახა, რითაც იაპონიის სატელევიზიო ბაზარზე რეკორდი მოიხსნა: 1) რაგბის მატჩების ყურებადობის რეიტინგში ასეთი შედეგი პირველად დაფიქსირდა; 2) იაპონია - შოტლანდიის მატჩს უფრო მეტმა ადამიანმა უყურა იაპონიაში, ვიდრე 2002 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც ასევე იაპონიაში გაიმართა. 

ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა სტატისტიკა, თუ რამდენმა მილიონმა ადამიანმა უყურა იაპონიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მეოთხედფინალურ ჯახს.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია