"მსოფლიო რაგბიმ" სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

"მსოფლიო რაგბიმ" სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უელსმა საფრანგეთს დიდი გაჭირვებით 20:19 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი გახლდათ, რომელმაც 50-ე წუთზე ფრანგ მეორეხაზელს, სებასტიენ ვაამაჰინას წითელი ბარათი უჩვენა. ამ დროს ანგარიში 10:19 იყო ფრანგების სასარგებლოდ, თუმცა ამ მომენტის შემდეგ უელსმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში ბოლო წუთებზე დადებული ლელოთი იმარჯვა კიდეც.

ვაამაჰინას წითელი ბარათი ეჭვგარეშე იყო, რადგან მან მოლის დროს არასპორტულად ითამაშა და აარონ ვეინრაითს სახეში იდაყვი ჩაარტყა, თუმცა პეიპერის მიმართ კრიტიკა და უკმაყოფილება სულ სხვა ფაქტმა გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან გახარებულ უელსელ ფანებთან ფოტო გადაიღო (სტატიის ფოტო), რომელიც მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ეს ფოტო თუ ნამდვილია, ეს არის შოკისმომგვრელი და ახსნა-განმარტებებს საჭიროებს", - განაცხადა საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა სერჟ საიმონმა.

ყოველივე ამას კი ის მოჰყვა, რომ საქმეში "მსოფლიო რაგბი" ჩაერთო და გამოძიება დაიწყო. გატარდება თუ არა სანქციები სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ, ამას მოგვიანებით გავიგებთ, მაგრამ დარჩენილ თამაშებში მსაჯობის შანსი რომ შეუმცირდა, ეს ნათელია. 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია