"უოსპსმა" და ზურაბ ჟვანიამ მარცხით დაიწყეს, ქართველს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

"უოსპსმა" და ზურაბ ჟვანიამ მარცხით დაიწყეს, ქართველს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

პრემიერშიპის პირველ ტურში "უოსპსი" "რიკო არენაზე" ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშს" დაუბრუნდა და დაძაბულ ბრძოლაში 26:29 დამარცხდა.

პირველი ტაიმი 16:19 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს და 13 ქულით გავიდნენ წინ. შეხვედრის დასკვნითი 30 წუთი მთლიანად "უოსპსის" უპირატესობით წარიმართა, სტუმრებს მოთამაშე გაუსინბინეს, ხოლო "ბზიკებმა" გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს, რითაც სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს. ისინი გაწითლებულ დროშიც სტუმართა 5-მეტრიანში იყვნენ და ლელოს დადებასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა ბურთი წინ გადაუვარდათ და მატჩიც ამით დასრულდა.

"უოსპსის" რიგებში საწყისი 57 წუთი ითამაშა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა და ყველას აჩვენა, რომ მშვენიერ ფორმაში იმყოფება. "ზუზუ" ბრწყინვალე იყო სტატიკაში და მეტოქე სამჯერ დააჯარიმა, რამდენიმე შემთხვევაში კი მსაჯმა მასპინძელთა რვა ნომერს ბურთის გატანა მოსთხოვა, თუმცა ქართველი ბურჯი კიდეც დააჯარიმებდა ვიზავის. ჟვანიამ ერთხელ შეუტია და სამი მეტრი მოიგო, ეს იყო მის მიერ წამოწყებული სალელოვე შეტევა, რომელიც მასპინძელთა ფრთამ ქიბირიჯმა ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა. ზურამ ასევე სამი ბოჭვა გააკეთა, ერთი მცველი გააბითურა და 1 პასიც მიითვალა.

"უოსპსი" მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს, სტუმრად "გლოსტერის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია