ოფიციალურად: გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, 21 წლის მორაგბე "სტად ალტრადზე" 2023 წლამდე ითამაშებს. ახალი კონტრაქტის პირველი წელი ესპუარებზეა გათვლილი, ხოლო მომდევნო ორი წელი პროფესიონალურ ხელშეკრულებას მოიცავს.

"მოხარული ვარ, რომ "მონპელიესთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და მსურდა, რომ კარიერა ამ კლუბში გამეგრძელებინა. ვიმედოვნებ, საკმარისი დრო მექნება იმისთვის, რომ ჩემი უნარებით გუნდს სარგებელი მოვუტანო", - განაცხადა აფრასიძემ.

გელა "მონპელიეს" 2017 წელს შეუერთდა. ის კლუბის ესპუარებში ასპარეზობს, თუმცა ძირითად გუნდში 3-ჯერ მოუწია თამაში. მან 2016, 2017 და 2018 წლების 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშა, ხოლო წელს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე 4 შეხვედრა ჩაატარა, სულ კი ეროვნულ ნაკრებში 20 კეპის მოხვეჭა მოასწრო.

 

 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია