მაიკლ ჩეკამ ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

მაიკლ ჩეკამ ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეკა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

"ვოლაბებმა" მსოფლიო თასზე ცუდი შედეგი აჩვენეს. მათ ჯგუფში უელსთან წააგეს და მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო მეოთხედფინალში ინგლისთან უშანსოდ 16:40 დამარცხდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა 52 წლის სპეციალისტმა აიღო და დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. 

ჩეკა ავსტრალიიდან ნაკრებში 2014 წლიდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით "ვოლაბებმა" 2015 წელს რაგბი ჩემპიონშიპში იჩემპიონეს და მსოფლიო თასის ფინალში გავიდნენ, თუმცა შემდგომში ავსტრალიას ასეთი წარმატებები აღარ ჰქონია და გუნდი რეგრესირებდა, რაც მიმდინარე პლანეტის პირველობაზეც გამოჩნდა.

მისი ხელმძღვანელობით ავსტრალიამ 68 შეხვედრა გამართა, საიდანაც 34-ჯერ იმარჯვა, 32-ჯერ დამარცხდა და 2 მატჩი ფრედ დასრულდა. 

 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია