სასწაული არ შედგა: სამხრეთ აფრიკამ იაპონია მეორე ტაიმში დაჩაგრა

სასწაული არ შედგა: სამხრეთ აფრიკამ იაპონია მეორე ტაიმში დაჩაგრა

მსოფლიო თასის ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მასპინძელი იაპონია 26:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 

პირველ ტაიმში იაპონიამ შესანიშნავად ითამაშა და სათამაშო უპირატესობას ფლობდა კიდეც, თუმცა ქულებში ამის ასახვა ვერ შეძლო და ტაიმი მცირე სხვაობით 3:5 დათმო. აფრიკელთაგან ლელო მატჩის დებიუტში მაკაზოლე მაპიმპიმ დადო, ხოლო აზიელებმა ტამურას ჯარიმით უპასუხეს - 3:5.

მეორე ნახევარში თავი იჩინა იმ განსხვავებამ, რომელიც ამ გუნდებს შორის ფიზიკური კონდიციების კუთხით არსებობს. აფრიკელებმა სათამაშო ინიციატივა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გადაიბარეს და ეს ნელ-ნელა ქულებშიც ასახეს. ჯერ ჰანდრე პოლარდმა სამი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო დასკვნით 15 წუთში ფაფ დე კლერკმა და მაკაზოლე მაპიმპიმ ლელოები მიითვალეს და "სპრინგბოკსმა" სოლიდური სხვაობით იმარჯვა.

ამრიგად, სამხრეთ აფრიკა ნახევარფინალში უელსს შეერკინება. შეხვედრა 27 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია