უორენ გეთლენდი: "უკეთესი გუნდი დამარცხდა"

უორენ გეთლენდი: "უკეთესი გუნდი დამარცხდა"

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში უელსმა საფრანგეთი 20:19 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

"ვფიქრობ, რომ დღეს უკეთესი გუნდი დამარცხდა. წითელმა ბარათმა თამაშზე დიდი გავლენა იქონია, მომეწონა ჩემი გუნდის ბოლომდე ბრძოლის უნარი, ისინი მთელი მატჩის განმავლობაში არ დანებებულან, ფრანგებმა კარგი ფიზიკური მატჩი ჩაატარეს და მიხარია რომ გამარჯვება მოვახერხეთ. 

საფრანგეთი მარტივად გვეთამაშა, მათ კარგი და ძლიერი ფორვარდები ჰყავთ, დიდებულად გვეთამაშნენ რაქში და არაერთი კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც თავი მშვენივრად დაიცვა.

დღეს დავისვენებთ და ძალების აღდგენას ვეცდებით, ხვალ ტოკიოში მივემგზავრებით და უკვე შემდეგი მატჩისთვის დავიწყებთ მზადებას გვყავს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე და ვიმედოვნებთ კარგად მოასწრებენ გამოჯანმრთელებას" - განაცხადა გეთლენდმა.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია