უელსმა საფრანგეთი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

უელსმა საფრანგეთი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

უელსის ნაკრებმა მეოთხედფინალურ მატჩში საფრანგეთი უმძიმეს ბრძოლაში 20:19 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 

შეიძლება ითქვას, რომ ფრანგებმა მეტოქეს აჯობეს, თუმცა მეორე ნახევარში ორი მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. 

"ლე ბლემ" მატჩი ჩინებულად დაიწყო და საწყის ათ წუთში სებასტიენ ვაამაჰინას და შარლ ოლივოს ლელოებით დაწინაურდა. რომან ნტამაკმა ერთი გარდასახვა გაიტანა, ხოლო მეორე ძელს გაარტყა. უელსელებმა მალევე გიიომ გირადოს შეცდომით ისარგებლეს და აარონ ვეინრაითმა ერთი ლელო გაქვითა, დენ ბიგარმა კი გარდასახვა, მალევე კი ჯარიმაც შემატა და სხვაობა შეამცირა, თუმცა როს მორიარტის გასინბინების შემდეგ ფრანგებმა უპირატესობა მოიპოვეს და ვირიმი ვაკატავამ კიდევ ერთი ლელო მიითვალა, რომელიც ნტამაკმა გარდასახა. ამ უკანასკნელს კიდევ სამი ქულის მოპოვება შეეძლო, თუმცა ჯარიმიდან ძელს გაარტყა ბურთი.

მეორე ნახევარი ფრანგებისთვის საშინელი გამოდგა და ეს პირველ რიგში ვაამაჰინას დამსახურებაა, რომელმაც სრულიად არასაჭირო ვითარებაში ვეინრაითს სახეში იდაყვი ჩაარტყა და 50-ე წუთზე წითელი ბარათით დამსახურებულად დაისაჯა. ბიგარმა მალევე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა, ხოლო მატჩის ბოლოს ფრანგებს მისსავე 5-მეტრიან შერკინებაში მიაწვნენ, ბურთი მოპარეს და როს მორიარტიმ ლელო დადო, დენ ბიგარმა კი გამარჯვების მომტანი ორი ქულა შემატა უელსს და უორენ გეთლანდის გუნდმა უმძიმესი გამარჯვება იზეიმა.

უელსი ნახევარფინალში იაპონია - სამხრეთ აფრიკის გამარჯვებულს შეხვდება. 

 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია