"ჩვენი მიზანი საქართველოს დამარცხებაა" - რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე

"ჩვენი მიზანი საქართველოს დამარცხებაა" - რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე

რუსეთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა ოთხი მარცხით და 0 ქულით დაასრულა.

"დათვებმა" იაპონიას და სამოას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო ირლანდიასთან და შოტლანდიასთან დიდი სხვაობით დამარცხდნენ, თუმცა რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე იგორ არტემიევი თვლის, რომ მათმა გუნდმა პლანეტის პირველობაზე ღირსეულად ითამაშა და სამწვრთნელო შტაბის მუშაობით კმაყოფილია.

არტემიევმა აღნიშნა, რომ მას ლინ ჯონსის მეთაურობით, სამწვრთნელო შტაბის შენარჩუნება სურს და მათთვის პრიორიტეტი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაში და პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების დამარცხებაა.

"სამწვრთნელო შტაბმა გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა. გუნდმა მსოფლიო თასზე საკუთარი გამოსვლით, პატივისცემა მოიპოვა სარაგბო სამყაროსგან და რუსული საზოგადოებისგან. ეს სულ სხვა გუნდია, რომელსაც შეუძლია სერიოზული ამოცანების გადაჭრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დონეზე და გვსურს, რომ დავამარცხოთ საქართველოს ნაკრები", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 23-ჯერ უთამაშიათ. აქედან 23 მატჩში "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს, 2002 წელს თბილისში გამართული შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა, ხოლო 1993 წელს პოლონეთში რუსებმა პირველად და უკანასკნელად 15:9 მოგვიგეს და ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იყო. 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია