იაპონიამ მსოფლიო რეიტინგში ახალი რეკორდი დაამყარა

იაპონიამ მსოფლიო რეიტინგში ახალი რეკორდი დაამყარა

მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ავსტრალიის ნაკრები ინგლისთან 16:40 დამარცხდა და გარდა იმისა, რომ ტურნირს გამოეთიშა მსოფლიო რეიტინის მე-6 ადგილი იაპონელებს დაუთმო. 

იაპონელებმა გასულ კვირას შოტლანდიასთან გამარჯვების წყალობით  რეიტინგში თავიანთ ისტორიულ მაქსიმუმს მე-7 ადგილს მიაღწიეს, ავსტრალიის მარცხის წყალობით კი დღეს ახალი ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და პირველად ისტორიაში "საკურები" მსოფლიოს ტოპ ექვს გუნდს შორის არიან.

დღევანდელი მარცხით ავსტრალიამ 1.62 სარეიტინგო ქულა დაკარგა და როგორც უკვე ავღნიშნეთ მე-7 ადგილამდე ჩამოქვეითდა, თავის მხრივ ამდენივე ქულა შეემატა ინგლისს და ახალი ზელანდიის შემდეგ რეიტინგში მეორე ადგილზეა.


მსოფლიო რეიტინგი

1. ახალი ზელანდია 90.98
2. ინგლისი 89.74
3. უელსი 88.87
4. ირლანდია 85.93
5. სამხრეთ აფრიკა  85.75
6. იაპონია 82.08
7. ავსტრალია 81.90
8. საფრანგეთი 81.38
9. შოტლანდია 79.23
10. არგენტინა 78.31

კომენტარები

რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს