ინგლისმა ავსტრალია დიდი სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ინგლისმა ავსტრალია დიდი სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ავსტრალია დამაჯერებლად 40:16 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. 

"წითელმა ვარდებმა" მეტოქეს ოთხ-ოთხი ჯარიმა და გარდასახული ლელო გაუტანეს, საპასუხოდ კი სამი ჯარიმა და გარდასახული ლელო გაუშვეს. 

პირველ ნახევარში ინგლისმა ჯონი მეის დუბლით და ოუენ ფარელის ზუსტი გარდასახვებით და ჯარიმით მოიგო, "ვოლაბებიდან" სამი ჯარიმა კრისტიან ლეალიიფანომ გაიტანა და ტაიმი 17:9 დასრულდა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში მარიკა კოროიბეტემ ლელო დადო, რომელიც ლეალიიფანომ გარდასახა და სხვაობა ქულამდე შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ "ვოლაბებს" აღარაფერი ხეირიანი არ შეუქმნიათ, ხოლო საპასუხოდ, ოუენ ფარელმა კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა, ქაილ სინკლერმა და ენტონი უოტსონმა ლელოები დადეს, ფარელმა ორივე გარდასახა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ინგლისი ნახევარფინალშია, სადაც ახალი ზელანდიის და ირლანდიის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. "წითელმა ვარდებმა" 2015 წლის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს. გარდა ამისა, ავსტრალია ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრების ბალანსში გაუთანაბრდნენ. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს