გიორგი ნემსაძე მცირე ხნით "ვევეა პადმასკოვიეს" შეუერთდა

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით "ვევეა პადმასკოვიეს" შეუერთდა

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს. 

35 წლის მორკინალს მსოფლიო თასის შემდეგ კარიერა უნდა დაესრულებინა, თუმცა როგორც გიორგიმ MyRugby.Ge-სთან საუბარში განაცხადა, "ვევეა პადმასკოვიემ" პლეი-ოფებში დამატება შეთავაზა, რაზეც დათანხმდა და მოსკოვურ კლუბს რუსეთის ჩემპიონატის დასკვნით ფაზაში დაეხმარება, ხოლო შემდეგ ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს. 

"ვევეა პადმასკოვიე" დღეს მეოთხედფინალურ მატჩში "ყუბანს" გასვლაზე ეთამაშება და გიორგი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო ლაშა მალაღურაძე თადარიგშია.

შეგახსნებთ, რომ ნემსაძემ საქართველოს ნაკრების კვართი 95-ჯერ მოირგო, 14 ლელო გაიტანა და გუნდს 11-ჯერ უკაპიტნა. 

კომენტარები

რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს