ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

დღეს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

კვირას კი საქმეში "უოსპსიც" ჩაერთვება და რაც მთავარია, თავიდანვე საქმეში ვიხილავთ "ბორჯღალოსან" ზურაბ ჟვანიას, რომელიც პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაშია. "ბზიკები" თბილისის დროით 18 საათზე "რიკო არენაზე" ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშს" დაუპირისპირდებიან.

ქართველმა მარცხენა ბურჯმა ინგლისის ჩემპიონატის დაწყებამდე პრემიერშიპის რაგბის თასზე სამი შეხვედრა ჩაატარა და ორი სალელოვე გადაცემა მიითვალა, ხოლო გასულ სეზონში 23-ჯერ ითამაშა და 3 ლელოს გატანა მოახერხა. "ზუზუს" მიერ "ექსეტერ ჩიფსთან" დადებული ლელო "უოსპსის" გულშემატკივრებმა მათი გუნდის სეზონის ლელოდ დაასახელეს, ხოლო ჟვანიას საუკეთესო ახალწვეულად.

მიუხედავად ფანტასტიკური სეზონისა, მილტონ ჰეიგმა "უოსპსის" ბურჯი მოულოდნელად გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არ შეიყვანა, რამაც ძალიან ბევრი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია. 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია