მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური, რომლიდანაც "ბორჯღალოსნები" ამოშალეს

მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური, რომლიდანაც "ბორჯღალოსნები" ამოშალეს

რამდენიმე დღის წინ, გაუწყეთ მსოფლიო თასის ოფიციალური ვებგვერდის მიერ შედგენილ სიმბოლურ გუნდზე, რომელიც იმ გუნდებს და მოთამაშეებს ეხებოდა, რომელთათვის ტურნირი უკვე დასრულდა და შინ გაემგზავრნენ. 

ასეთი სიმბოლური ორი დღის წინ გამოქვეყნდა რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეც (გაირკვა, რომ ეს სიმბოლური რუსების შედგენილი არ ყოფილა, როგორც თავიდანვე გვეწერა, რადგან დღეს "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზეც დაიდო, თუმცა ორი დღის განმავლობაში ეს პოსტი მხოლოდ რუსებს ედოთ და ინფორმაცია ჩვენც სწორედ რუსებისგან მოვიპოვეთ). საინტერესო ის გახლავთ, რომ სასტარტო თხუთმეტეული შეცვლილია და რა თქმა უნდა, მათ სასარგებლოდ. მათ მარბიელის პოზიციაზე ურუგვაის კაპიტანის გამინარაას ნაცვლად, ტაგირ გაჯიევი დაამატეს, ხოლო რვა ნომერზე ბექა გორგაძე ამოშალეს და პესელი იატო ჩასვეს.

ამჯერად, სათადარიგო მოთამაშეებზე აქცენტი აღარ გააკეთეს და შესაბამისად, მარცხენა ბურჯის გურამ გოგიჩაშვილის სახელსაც ვეღარ ვხედავთ. 

ზემოხსენებული სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:

 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია