კეიტა ინაგაკი: "იაპონიის ნაკრებში ფული მთავარი არ არის"

კეიტა ინაგაკი: "იაპონიის ნაკრებში ფული მთავარი არ არის"

იაპონიის ნაკრების ბურჯი კეიტა ინაგაკი ანაზღაურების ნაკლებობას არაფრად აგდებს, იმ პირობებშიც კი, როცა იაპონიის ნაკრები მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა.

შოტლანდიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა გაამხილა, იმ პერიოდის ხანგრძლივობა რაც იაპონელებმა შეკრებაზე გაატარეს, რომ მსოფლიო თასის ჯგუფიდან გასულიყვნენ.

"გუნდი ბოლო 240 დღეა შეკრებაზე იმყოფება, მაშინ როცა მორაგბეთა უმეტესობა საკლუბო დონეზე პროფესიონალია, როგორც ნაკრები იაპონია ჯერ კიდევ მოყვარულის დონეზეა.

დღეში 100 დოლარზე მეტს არცერთი მოთამაშე არ იღებს შეკრებაზე ყოფნისას. შეგიძლიათ მარტივად გამოითვალოთ და შეადაროთ სხვა ნაკრებებს ამ თვალსაზრისით" - განაცხადა ჯოზეფმა.

აღნიშნული შედარებით იაპონიის ნაკრები საგრძნობლად ჩამოუვარდება მეოთხედფინალურ ეტაპზე გასულ 7 გუნდს.

იაპონიის ნაკრების ბურჯი კეიტა ინაგაკისთვის ანაზღაურება მეორეხარისხოვანია.

"ფული ძალიან მნისვნელოვანი რამ არის ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ იაპონიის ნაკრებში ფულის გამო არ ვთამაშობთ, რადგან ამისთვის სხვა მიზეზი გვაქვს. ფული არ არის ისეთი რამ, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია, ამიტომ ეს დიდად არც გვაღელვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია და იმის გაგება, რატომ ვიღებთ იმ შესაძლებლობას რომ ვითამაშოთ" - ამბობს ინაგაკი.

კომენტარები

რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს