თინეიჯერი ავსტრალიელი მორაგბე ინგლისთან მატჩში რამდენიმე რეკორდს დაამყარებს

თინეიჯერი ავსტრალიელი მორაგბე ინგლისთან მატჩში რამდენიმე რეკორდს დაამყარებს

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეკამ, ინგლისთან გასამართი მეოთხედფინალური დაპირისპირებისთვის შემადგენლობა დაასახელა და მისმა ერთმა გადაწყვეტილებამ ბევრი გულშემატკივრის გაკვირვება გამოიწვია.

"ვოლაბების" ძირითად შემადგენლობაში იქნება უნიჭიერესი უკანახაზელი ჯორდან პეტაია, რომელმაც საქართველოსთან და ურუგვაისთან მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ურუგვაის ლელოც დაუდო. ჩეკამ ის ისეთ მოთამაშეებს ამჯობინა, როგორებიც ტევიტა კურიდრანი და ჯეიმს ო'კონორი არიან.

ჯორდან პეტაია ინგლისთან მატჩისთვის 19 წლის და 219 დღის იქნება და მსოფლიო თასების ისტორიაში გახდება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც პლეი-ოფებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. გარდა ამისა, ის იქნება 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი მორაგბე, რომელიც მსოფლიო თასის პლეი-ოფში გამოჩნდება და ავსტრალიის ნაკრების რიგებში იქნება ყველაზე ახალგაზრდა შუამარბი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. 

შეგახსენებთ, რომ ინგლისის და ავსტრალიის ნაკრებები ერთმანეთს 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 11:15 საათზე დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს