კანადელმა ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

კანადელმა ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

კანადის ნაკრების გამორჩეულმა მოთამაშემ დითიეიჩ ვან დერ მერვემ საერთაშორისო კარიერა დაასრულა. 

33 წლის გარემარბმა მიმდინარე მსოფლიო თასზე სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეოთხე შეხვედრაც უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ნამიბიასთან დაპირისპირება ტაიფუნ ჰაგიბისის გამო ჩაიშალა. 

ვან დერ მერვე, რომელიც სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული, კანადის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობდა და 61 მატჩში 38 ლელოს გატანა მოახერხა. მან მონაწილეობა ოთხ მსოფლიო თასზე მიიღო (2007, 2011, 2015, 2019), ჯამში პლანეტის პირველობებზე 16 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა ლელო 6-ჯერ აიღო.

ის საკლუბო დონეზე "სარასენსის", "ნიუკასლ ფალკონსის" და "სკარლეტსის" ღირსებას იცავდა, ხოლო ამჟამად "გლაზგო უორიორსში" ასპარეზობს. 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია