როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მსოფლიო თასის მეოთხედფინალის მატჩებში?

როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მსოფლიო თასის მეოთხედფინალის მატჩებში?

სარაგბო პროგნოზების გამოცემა Rugby Vision-მა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების პროგნოზები გამოაქვეყნა.

წყვილებს შორის ყველაზე გამოკვეთილ ფავორიტად სამხრეთ აფრიკას მიიჩნევენ, რომლის გამარჯვების შანსებსაც მასპინძელ იაპონიასთან 89.7%-ით აფასებენ. ისინი თვლიან, რომ "სპრინგბოკსი" 18-ქულიანი სხვაობით იმარჯვებს.

ახალი ზელანდიის მოგების შანსები 83.6%-ით შეფასდა ირლანდიის წინააღმდეგ. ისინი თვლიან, რომ "ოლ ბლექსი" 13-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვებს.

ასევე გამოკვეთილ ფავორიტად მიაჩნიათ ინგლისის ნაკრები, რომელსაც ავსტრალიის წინააღმდეგ გამარჯვების 76.4%-იან შანსს აძლევენ. მათი აზრით, "წითელი ვარდების" უპირატესობა საფინალო სასტვენის შემდეგ 10-ქულიანი იქნება.

ყველაზე თანაბარ წყვილად უელსის და საფრანგეთის დაპირისპირებას მოიაზრებენ: 67.3% - 32.7%-ზე უელსის სასარგებლოდ. მათი გათვლებით, "დრაკონები" 6 ქულიანი სხვაობით მოიგებენ.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია