სამხრეთ აფრიკელებმა იაპონიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს

სამხრეთ აფრიკელებმა იაპონიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რასი ერაზმუსმა იაპონიის წინააღმდეგ, მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

"სპრინგბოკსი" იაპონიის ნაკრებს ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ პირველ ხაზში სტივენ კიტსოფის და მალკოლმ მარქსის ნაცვლად ტენდაი მთავარირა და ბონგი მგონამბი ითამაშებენ, მეორე ხაზში ებენ ეტზებეთს ამჯერად ლუდ დე იახერი შეუწყვილდება. დანარჩენი კი ძირითადში ის შემადგენლობა ითამაშებს, რომელსაც რასი ერაზმუსი ყველაზე მეტად ენდობახოლმე. საინტერესოა, რომ აფრიკელებს სათადარიგოთა შორის 6 მორკინალი და 2 უკანახაზელი ჰყავთ.

შემადგენლობა


უკანა ხაზი


15. ვილი ლე რუ, 14. ჩესლინ კოლბი, 13. ლუქანიო ამი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10. ანდრე პოლარდი, 9. ფაფ დე კლერკი.

შერკინება

1. ტენდაი მთავარირა, 2. ბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. ებენ ეტზებეთი, 5. ლუდ დე იახერი, 6. სია კოლისი(კაპ) 7. პიტერ სტეფ დუ ტოი, 8. დუეინ ვერმიულენი.

მარქაფა

16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტსოფი, 18. ვინსენტ კოხი, 19. არხი სნეიმანი, 20. ფრანკო მოსტერტი, 21. ფრანსუა ლოუ, 22. ჰერშელ იანტისი, 23. ფრანსუა სტეინი.

სამხრეთ აფრიკის და იაპონიის მატჩი კვირას ტოკიოში 14:15 საათზე დაიწყება და პირველი არხის ეთერში იხილავთ.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია