ავსტრალია და ინგლისი დაირაზმნენ

ავსტრალია და ინგლისი დაირაზმნენ

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ინგლისის და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამ მატჩისთვის უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი.

ინგლისელთა ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება ტრავმებისგან გატანჯული მაკო ვუნიპოლა, რომელიც პირველ ხაზში ჯეიმი ჯორჯს და კაილ სინკლერს შეუწყვილდება. მეორე ხაზში მარო იტოჟესთან ერთად ძირითად შემადგენლობაში იქნება აგრეთვე ქორთნი ლოუზიც. ტრავმა მოიშუშა და სასტარტო თხუთმეტეულშია ბილი ვუნიპოლა. რაც შეეხება უკანა ხაზს ედი ჯოუნზმა უარი თქვა ორი მგეზავით თამაშზე და 10 ნომრად ოუვენ ფარელი ითამაშებს, მის ადგილს შიდა ცენტრის პოზიციაზე მანუ ტუილაგი დაიკავებს, ხოლო 13 ნომრად კი "ექსეტერ ჩიფსის" მორაგბე ჰენრი სლეიდი იქნება.

ინგლისი

უკანა ხაზი

15. ელიოტ დეილი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. მანუ ტუილაგი, 11. ჯონი მეი, 10. ოუვენ ფარელი(კაპ), 9. ბენ იანგსი;

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა, 2. ჯეიმი ჯორჯი, 3. კაილ სინკლერი, 4. მარო იტოჟე, 5. ქორთნი ლოუზი, 6. ტომ ქარი, 7. სემ ანდერჰილი, 8. ბილი ვუნიპოლა;

მარქაფა

16. ლუკ ქოვან-დიქი, 17. ჯო მარლერი, 18. დენ კოული, 19. ჯორჯ კრუსი, 20. ლუის ლადლამი, 21. ვილი ჰეინცი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. ჯონათან ჯოზეფი;


რაც შეეხება ავსტრალიის ნაკრებს, საქართველოსთან მატჩის შემდეგ შერკინებაში ძირითად შემადგენლობაში ბრუნდებიან ალან ალა'ალატოა და მაიკლ ჰუპერი. მთლიანად შეიცვალა ღერძიც ნიკ ვაითის და მეთ ტო'ომუას ნაცვლად უილ გენია და კრისტიან ლეალი'იფანო ითამაშებენ. დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძირითად შემადგენლობაში იქნება რის ჰოჯი, ხოლო ცენტრში სამუ კერევის ახალგაზრდა ჯორდან პეტაია შეუწყვილდება.

ავსტრალია

უკანა ხაზი

15. ქერთლი ბილი, 14. რის ჰოჯი, 13. ჯორდან პეტაია, 12. სამუ კერევი, 11. მარიკა კორობეტი, 10. კრისტიან ლეალი'იფანო, 9. უილ გენია;

შერკინება

1. სკოტ სიო, 2. ტოლო ლატუ, 3. ალან ალა'ალატოა, 4. აიზაკ როდა, 5. რორი არნოლდი, 6. დევიდ ფოქოქი, 7. მაიკლ ჰუპერი(კაპ), 8. ისი ნაისარანი;

მარქაფა

16. ჯორდან ულესე, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ტანიელა ტუპო, 19. ადამ კოულმენი, 20. ლუქან სალაკაია- ლოტო, 21. ნიკ ვაითი, 22. მეთ ტო'ომუა, 23. ჯეიმს ო'კონორი.

ინგლისისა და ავსტრალიის მატჩი შაბათს ქალაქ ოიტაში თბილისის დროით 11:15 საათზე გაიმართება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია