ახალი ზელანდია ირლანდიასთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

ახალი ზელანდია ირლანდიასთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

"ოლ ბლექსი" ირლანდიასთან მატჩს წელს კარგად ნაცადი შემადგენლობით დაიწყებს. შერკინებაში აღსანიშნავია ბროდი რეტალიკის დაბრუნება, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო თასზე ერთი თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო. ბოლო დროს უკვე ტრადიციულად ფულბეკის პოზიციაზე ითამაშებს ბოდენ ბარეტი, მგეზავის პოზიციაზე კი როჩი მო'უნგა იქნება. გარემარბებად ამ მსოფლიო თასზე ჩამოყალიბებული ახალი დუეტი ჯორჯ ბრიჯი და სევუ რისი ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა გამოცდილი უკანახაზელი ბენ სმიტი, სონი ბილ- უილიამსი კი სათადარიგოთა შორის იქნება და თამაშში სავარაუდოდ მეორე ტაიმიდან ჩაერთვება.

შემადგენლობა


უკანა ხაზი

15. ბოდენ ბარეტი, 14. სევუ რისი, 13. ჯეკ გუდჰიუ, 12. ენტონ ლენერ-ბრაუნი, 11. ჯორჯ ბრიჯი, 10. რიჩი მო'უნგა, 9. არონ სმიტი;

შერკინება

1. ჯო მუდი, 2. კოდი ტეილორი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. არდი სავეა, 7. სემ ქეინი, 8. ქირან რიდი(კაპ);

მარქაფა

16. დენ კოულსი, 17. ოფა ტუ'უნგაფასი, 18. ანგუს ტა'ავაო, 19. სკოტ ბარეტი, 20. მეთ ტოდი, 21. ტიჯეი პერენარა, 22. სონი ბილ უილიამსი, 23. ჯორდი ბარეტი;

ახალი ზელანდიის და ირლანდიის მატჩი შაბათს ტოკიოში თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება და პირველი არხის ეთერში იხილავთ.

კომენტარები

რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს