ჯონი სექსტონი: "ირლანდია მზად არის "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ"

ჯონი სექსტონი: "ირლანდია მზად არის "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ"

ირლანდიის ნაკრების მგეზავის ჯონი სექსტონის განცხადებით ირლანდია მზად არის შაბათს ტოკიოში "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ.

ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და სენსაციურად 12:19 წააგო მასპინძელ იაპონიასთან. შედეგად ირლანდიელები კრიტიკის ქვეშ მოექცნენ, თუმცა ჯონი სექსტონის განცხადებით ირლანდიის ნაკრების გარშემო არსებული ნეგატიური დამოკიდებულება უცნაურია.

"ჩვენს გარშემო საკმაოდ ნეგატიური განწყობა არსებობს, რაც ვფიქრობ ძალზედ უცნაურია. ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგად პროგრესირებს და იაპონიასთან ცუდად ჩატარებული 60 წუთის გარდა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ძალიან კრიტიკულები ვართ ჩვენი გუნდის თამაშის თვალსაზრისით და ცხადია იაპონიასთან თამაშის შემდეგ კარგი იქნებოდა რაღაც საკითხები სხვანაირად გაგვეკეთებინა" - განაცხადა სექსტონმა.

ირლანდიის ნაკრები მსოფლიო თასზე მეოთხედფინალურ ეტაპს არასოდეს გაცდენია, თუმცა სექსტონს სჯერა, რომ ისინი მზად არიან საუკეთესო მატჩი ჩაატარონ ახალი ზელანდიის წინააღმდეგ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვონ.

"იაპონიის წინააღმდეგ დაახლოებით ისეთი მატჩი ვითამაშეთ, როგორიც 2011 წელს უელსთან და 2015 წელს არგენტინასთან. განსხვავება ის არის, რომ წინა შემთხვევებთან შედარებით, ამჟამად მეოთხედფინალურ მატჩში ფავორიტები არ ვართ.

ვფიქრობ, რომ კარგად ვვითარდებით, ჩვენი საუკეთესო თამაში ჯერ არ გვიჩვენებია და თუ ნახევარფინალში გასვლა გვსურს ამის გაკეთება ახალ ზელანდიასთან მატჩში დაგვჭირდება" - განაცხადა სექსტონმა.

 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია