კრაისტჩერჩში მომხდარმა ტერაქტმა "კრუსეიდერსის" ლოგო შეიწირა

კრაისტჩერჩში მომხდარმა ტერაქტმა "კრუსეიდერსის" ლოგო შეიწირა

ახალზელანდიურ გრანდს და მთლიანად სამხრეთ ჰემისფეროს ყველაზე წარმატებულ გუნდს, "კრუსეიდერსს" ახალი ლოგო ექნება. 

მიზეზი სპორტს ძალიან შორდება და ამ გუნდის ქალაქში, კრაისტჩერჩში მომხდარ ტერაქტს უკავშირდება. კრაისტჩერჩში 15 მარტს ტერაქტი მოხდა, რომელიც რელიგიური ნიშნით იქნა განხორციელებული. ტერორისტები, რომელთა ორგანიზატორი ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი იყო. ის ნორვეგიელი ანდრეას ბრეივიკისა და ამერიკელი დილან რუფის იდეებით ხელმძღვანელობდა. თავდამსხმა ქალაქში არსებულ ორ მეჩეთზე მოხდა, რამაც 53 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კრაისტჩერჩში 2013 წლის მონაცემებით 2634 მუსულმანი ცხოვრებდა, ხოლო მთლიანად ახალზელანდიაში 46149, რაც მთელი მოსახლეობის 1.18%-ს შეადგენს. ისლამის მიმდევარია "ოლ ბლექსის" ვარსკვლავი სონი ბილი უილიამსი. მოსახლეობის 47.65% ქრისტიანი გახლავთ, ხოლო 41.92% არცერთი რელიგიის წარმომადგენელი არაა.

თუ ამ საშინელ მოვლენამდე ახალი ზელანდიისთვის და შესაბამისად, კრაისტჩერჩისთვისაც რელიგიური ნიშნით რაიმე დაყოფა უცხო იყო, ტერაქტის შემდგომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ხელისუფლების წარმომადგენლები და ბევრი უბრალო ადამიანი ყველანაირად ცდილობს, რომ მუსულმანებს სოლიდარობა გამოუცხადოს, არ მოახდინონ მათი მინიმალური გაღიზიანებაც კი და ისეთ დეტალებს ექცევა ყურადღება, რაზეც ტერაქტამდე არავინ ფიქრობდა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება საზოგადო სიმბოლიკებს და დასახელებებსაც. ეს ყველაფერი კი სპორტსაც და ახალი ზელანდიისთვის ეროვნულ სპორტის სახეობას, რაგბის შეეხო. ქალაქ კრაისტჩერჩის ბინადარი გახლავთ "კრუსეიდერსი", რომელიც როგორც ქვეყნის, ასევე მთლიანად სამხრეთ ჰემისფეროს საუკეთესო კლუბია: სუპერ რაგბის ათგზის და მათ შორის ბოლოს სამი გათამაშების გამარჯვებულია.

"კრუსეიდერსის" დასახელება ინგლისურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც ჯვაროსნები და ადვილი მისახვედრია, რომ ქრისტიანულ ელემენტებს შეიცავს, ისევე როგორც კლუბის ემბლემა. იქიდან გამომდინარე, რომ კრაისტჩერჩში მომხდარი ტერაქტი რელიგიური ნიშნით მოხდა და ზუსტად რომ ვთქვათ, მუსულმანების მიმართ სიძულვილით იქნა განხორციელებული (ბრენტონ ტარანტის ავტომატის მჭიდებზე ყველა იმ ადამიანის სახელი იყო დაწერილი, რომელიც ოდესმე მუსულმანთა წინააღმდეგ იბრძოდა. ავსტრალიელი ტერორისტის ავტომატის მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მეუღლის, დავით სოსლანის გვარებიც ეწერა ქართულად, რადგან თავიანთ ეპოქაში ისინიც მუსლმანების წინააღმდეგ იბრძოდნენ).

ტერაქტიდან მალევე, წარსულ ჩაბარდა "კრუსეიდერსის" საფირმო რიტუალი, როდესაც თამაშის დაწყებამდე ცხენზე ამხერდებული ჯვაროსნები ხმლების ქნევით შემორბოდნენ სტადიონზე. ამას კი, დაემატა საუბრები, რომლის მიხედვითაც, "კრუსეიდერსს" სახელი და ლოგო უნდა შეცვლოდა. საბოლო ჯამში, ასეთი ბრენდისთვის სახელის შეცვლა ვერ გაბედეს, თუმცა ძველი ლოგო ისტორიის კუთვნილება გახდა.

"კრუსეიდერსის" ახალი ლოგო

"კრუსეიდერსის" ძველი ლოგო

კომენტარები

რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს