ურუგვაელი მორაგბეები იაპონიას და მსოფლიო თასს ჩხუბით დაემშვიდობნენ

ურუგვაელი მორაგბეები იაპონიას და მსოფლიო თასს ჩხუბით დაემშვიდობნენ

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა 13 ოქტომბერს დაასრულა. "ლოს ტეროსი" უელსთან ბრძოლაში 13:35 დამარცხდა და ორი ლელო მატჩის მიწურულს მიიღო.

ურუგვაელმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე მოელხინათ და როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდათ. ორშაბათს გამთენიისას, კამამოტოს რესტორანში მათ ჯერ ბევრი დალიეს, შემდეგ კი იჩხუბეს. როგორც ირკვევა, ორმა მორაგბემ რესტორნის თანამშრომლებთანაც იჩხუბა და მათ მცირე ტრავმაც მიაყენა, ხოლო რამდენიმე მოთამაშემ რესტორნის კედლები და სარკეები დააზიანეს, დიჯეის აღჭურვილობაზე კი ალკოჰოლური სასმელი დაღვარეს. 

პოლიციამ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება დაიწყო და ინციდენტში მონაწილე მორაგბეებიც სამშობლოში გამგზავრებამდე დაკითხა.

 

კომენტარები

არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია
ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული