ისრაელის რეკორდი მსოფლიო რაგბიში

ისრაელის რეკორდი მსოფლიო რაგბიში

როდესაც მკითხველი სათაურს წაიკითხავს, ალბათ უმეტესობას კითხვა გაუჩნდება, სად რაგბი და სად ისრაელიო? 

გეტყვით, რომ ისრაელის ნაკრები "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს და რაგბი ევროპის მესამე დივიზიონში, კონკრეტულად კი სამხრეთის პირველ კონფერენციაში ასპარეზობს. გასულ შაბათს ისრაელი გასვლაზე ხორვატიას დაუპირისპირდა და 10:39 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩში დაფიქსირდა ფაქტი, რომლითაც ისრაელის ნაკრების მორაგბე ისტორიაში შევიდა.

ისრაელმა 17 წლის და 303 დღის ფლანკერი იუვალ ელიასოვი ათამაშა და ის ამიერიდან, მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მესამეხაზელია, რომელმაც საერთაშორისო რაგბიში ითამაშა. საინტერესოა, რომ ზოგადად მორკინალებშიც, ელიასოვზე ახალგაზრდა, რომელმაც სანაკრებო დონეზე ითამაშა, ერთადერთი მორაგბეა და ეს ფაქტიც შორეულ 1924 წლის 4 მაისს დაფიქსირდა, როდესაც რუმინელმა პირველხაზელმა ეუგენ სტეცესკუმ 16 წლის და 308 დიღის ასაკში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია