"ის ქართული რაგბის უდიდესი სიმბოლოა" - არგენტინული გამოცემა მამუკა გორგოძეზე წერს

"ის ქართული რაგბის უდიდესი სიმბოლოა" - არგენტინული გამოცემა მამუკა გორგოძეზე წერს

საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლა 11 ოქტომბერს დაასრულა, როდესაც ავსტრალიის ნაკრებთან ბრძოლაში 8:27 დამარცხდა.

ეს შეხვედრა ბოლო სანაკრებო მატჩი იყო მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც არგენტინულმა გამოცემამ Periodismo-Rugby-მ სტატია მიუძღვნა. ვნახოთ რას წერენ არგენტინელები.

გორგოძეს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაურეკა და ნაკრებში დაბრუნება სთხოვა. მამუკამ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და ნაკრებს დაუბრუნდა. მან ისევ მოირგო მშობლიური კვართი, მსოფლიო თასზე ოთხივე მატჩში ითამაშა და კვლავ დაემშვიდობა გუნდს. თუ ვინმეზე მამაცს ვიტყვით, სწორედ 35 წლის მორკინალზე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 75 კეპი მოიხვეჭა და 4 მსოფლიო თასზე ითამაშა.

ეს სურათი (სტატიის სურათი) არის მამუკას ბოლო თამაშიდან, რომელიც ზუსტად ასახავს მის სანაკრებო კარიერას (იგულისხმება ბრძოლა და ბრძოლის კვალი). ის არის მისი ქვეყნის უდიდესი სარაგბო სიმბოლო. რამდენიმე კვირის წინ, მასზე ავსტრალიელმა დრიუ მიჩელმა ისაუბრა, რომელსაც მამუკასთან ერთად "ტულონში" უთამაშია.

"ქართველებს თუ ცუდად შეხედე და თუნდაც პატარა რაღაც მოხდა, მაგალითად მცირე ხელის კვრა ბოჭვის შემდეგ, ისინი უმალ წამოხტებიან და საომრად მზად არიან. ქართველები რთული ჯიშის ხალხი არიან და მამუკა მათი ბოსია. ის არის ნამდვილი ლიდერი. გორგოძეს ყველა დიდ პატივს სცემს და ის არის გამარჯვებული. ის იყო ნამდვილად დომინანტი ფიგურა", - თქვა ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, რომელსაც "ვოლაბების" კვართით 71-ჯერ უთამაშია.

გორგოძეს საქართველოს ნაკრებში 27 ლელო აქვს დადებული და "ბორჯღალოსნების" ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა. მას მსოფლიო თასებზე 15 შეხვედრა დაუგროვდა, რითაც მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდა. მამუკამ ავსტრალიასთან მატჩში 15 ბოჭვა შეასრულა და ეს 100%-იანი სიზუსტით შეასრულა. 

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია