ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იმსაჯებენ

ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იმსაჯებენ

ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იმსაჯებენ.

"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, ინგლისის და ავსტრალიის დაპირისპირებას ფრანგი ჟერომ გარსე განსჯის, რომელსაც კიდეებიდან ასევე ფრანგები რომან პუატი და მატიო რეინალი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ახალზელანდიელი ბენ სქინი იქნება. შეხვედრა 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 11:15 საათზე დაიწყება.

ახალი ზელანდიის და ირლანდიის რკენაში მთავარ მსაჯად უელსელი ნაიჯელ ოუენსი მოგვევლინება. გვერდითი მსაჯები ფრანგი პასკალ გოზე და ავსტრალიელი ანგუს გარდნერი იქნებიან, ხოლო ტელეეკრანებთან ინგლისელი გრემ ჰიუზი იქნება გამწესებული. მატჩი 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე გაიმართება.

უელსი - საფრანგეთის მატჩს სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი გაუძღვება, რომლის ასისტენტებიც ავსტრალიელი ნიკ ბერი და ახალზელანდიელი პოლ უილიამსი იქნებიან, ხოლო ტელერეფერად სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერი მოგვევლინება. შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 11:15 საათზე აიღებს სტარტს.

დასკვნით მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რომელშიც მასპინძელი იაპონიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ითამაშებენ, მთავარი მსაჯი ინგლისელი უენ ბარნსი იქნება. მას კიდეებიდან ახალზელანდიელი ბენ ო'კიფი და ინგლისელი ლუკ პირსი დაეხმარებიან, ვიდეორეფერი კი ინგლისელი როუან კითი იქნება. მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია