ორი "ბორჯღალოსანი" სიმბოლურში - მსოფლიო თასიდან შინ დაბრუნებული ნაკრებებისგან შემდგარი გუნდი

ორი "ბორჯღალოსანი" სიმბოლურში - მსოფლიო თასიდან შინ დაბრუნებული ნაკრებებისგან შემდგარი გუნდი

"მსოფლიო რაგბიმ" 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

ოღონდ, ამ სიმბოლურში მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლები ფიგურირებენ, რომელთაც ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს და შინ გაემგზავრნენ. გუნდი 23 მოთამაშისგან შედგება და როგორც ხვდებით, სათადარიგო მოთამაშეებსაც მოიცავს. 

სიმბოლურის ძირითად თხუთმეტეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების რვა ნომერი ბექა გორგაძე, ხოლო მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი თადარიგში.

"მამუკა გორგოძის ღირსეული მემკვიდრე, რომლის მსგავსი გვარიც აქვს და ისიც არის მოთამაშე, რომელსაც საქართველო წინ მიყავს. მან ბურთით 149 მეტრი იარა, ისევე როგორც შეასრულა ყველაზე მეტი ბოჭვა (38) და 5-ჯერ მოღლიტა ბურთი, რაც მისი პოზიციის მოთამაშეებიდან არავის გაუკეთებია", - წერს მსოფლიო თასის ოფიციალური ვებგვერდი ბექა გორგაძეზე.

იხილეთ სიმბოლური

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა