ტონგელმა კვაჭმა დისკვალიფიკაციის რეკორდი დაამყარა

ტონგელმა კვაჭმა დისკვალიფიკაციის რეკორდი დაამყარა

ტონგის ნაკრების კვაჭი პაულა ნგაუამო მიმდინარე მსოფლიო თასზე ყველაზე დიდი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. სადისციპლინო კომიტეტმა ტონგელი მორაგბე ამერიკასთან მატჩში მეტოქისთვის სახეში ჩარტყმის გამო 7 კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. 

აღნიშნული ინციდენტი მსაჯებს და ვიდეო მსაჯებს გამოეპარათ, შესაბამისად მატჩის მსვლელობისას ნგაუამო არ დასჯილა, მაგრამ მატჩის შემდეგ კვაჭი უმალ დაადანაშაულეს წესების დარღვევაში და სადისციპლინო კომიტეტზე დაიბარეს.

დღეს გამართულ პროცესზე ნგაუამომ აღიარა თავისი დანაშაული და კომიტეტს დაეთანხმა, რომ მეტოქეს თავში ჩაარტყა.

აღნიშნული ქმედება "მსოფლიო რაგბის" წესების მიხედვით მინიმუმ 8 კვირიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს თუმცა კომიტეტმა გაითვალისწინა არსებული ყველა გარემოება და მორაგბის სუფთა წარსული, რის შემდეგაც ტონგელი კვაჭი 7 კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მსოფლიო თასიდან გამოთიშვის გამო ნგაუამოს 7 კვირის გამოტოვება თავის ფრანგულ კლუბ "აჟენში" მოუწევს.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა