ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის და "სქაის" რევოლუციური შეთანხმება

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის და "სქაის" რევოლუციური შეთანხმება

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა და "სქაიმ"  ახალ რევოლუციურ სამაუწყებლო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც "სქაი" კიდევ უფრო გააღრმავებს თავის ინვესტიციებს რაგბის ყველა დონეზე, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი კი "სქაის" აქციონერი გახდება.

აღნიშნული შეთანხმების შესახებ მხარეებმა დღეს გამოაცხადეს, მისი მეშვეობით "სანზაარში" არსებული "სქაის" სატელევიზიო უფლებები 2025 წლამდე გახანგრძლივდა, 5 წლიანი შეთანხმება შემდეგ მუხლებს შეიცავს:

• ახალ ზელანდიაში რაგბის ტრანსლირების უფლება 2021-2025 წლებში.
• "სქაი" რეკორდულ ინვესტიციას გაიღებს ახალ ზელანდიასა და "სანზაარში".
• ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი "სქაის" 5 პროცენტიანი წილის აქციონერი ხდება.

აღნიშნული სამაუწყებლო უფლებები მოიცავს 4 ერს, სტაინლაგერის სერიებს, სუპერ რაგბის, მიტრ 10-ის და ახალი ზელანდიის სხვა ყველა საშინაო ტურნირების გაშუქებას მათ შორის ქალთა ჩემპიონატებსაც.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის მთავარი აღმასრულებელის სტივ ტიუს განცხადებით ისინი მოხარულნი არიან ახალი შეთანხმებით, რომელიც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებს აქვთ ძლიერი ვალდებულება გაიზარდოს თამაში.

"ეს შესანიშნავი შედეგია ახალი ზელანდიის რაგბისთვის, ჩვენ არა მხოლოდ საკმაოდ გამოცდილი სამაუწყებლო პარტნიორი გვყავს, არამედ გვყავს პარტნიორი, რომელიც მზად არის იმუშაოს და ინვესტიცია მოახდინოს ჩვენთან, ინიციატივებში, რაც ხელს შეუწყობს რაგბის ზრდას დიდი ხნის მანძილზე.

”ახალ ზელანდიური რაგბისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან ფინანსურ სიჯანსაღეს დიდი ხნის მანძილზე" - განაცხადა ტიუმ.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა