ქართველი მსაჯების უდიდესი წარმატება

ქართველი მსაჯების უდიდესი წარმატება

ქართველი მსაჯები, საკლუბო ევროტურნირებში ერთი საფეხურით დაწინაურდნენ და 2019/2020 წლების ჩელენჯ ქაფის პირველ ორ ტურში, ფრანგულ-ინგლისური კლუბების დაპირისპირებებს განსჯიან.

3-კაციან ქართულ ბრიგადაში მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელია და მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი უელსელი შონ ბრიქელი იქნება.

პირველ ტურში, 16 ნოემბერს, ‘ლესთერ თაიგერსი’ ‘პოს’ მასპინძლობს, ევროპის პროფესიული კლუბების კავშირმა მისი განსჯა ქართულ ბრიგადას მიანდო. ერთი კვირის შემდეგ, ასევე ინგლისში, ‘უოსფსი’ ‘აჟენს’ უმასპინძლებს და ამ თამაშზეც ზემოთნახსენები მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ‘უოსფსში’ ბორჯღალოსანი ბურჯი ზურაბ ჟვანია, ხოლო ‘აჟენში’ ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი თეთრაშვილი ირიცხებიან და შესაძლოა, ამაშუკელს შერკინებებში ქართველი ბურჯების დაპირისპირების მსაჯობა მოუწიოს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში, 6 დეკემბერსაც იმსაჯებს. ის კრასნოდარში ‘ენისეისა’ და ‘კასტრის’ შეხვედრას მოემსახურება. ვინ ეყოლებიან ნიკას მესამე ტურში კიდეებზე, მოგვიანებით გაირკვევა.

გასული წლების ევროტურნირებში ქართველი მსაჯები უმეტესად „კონტინენტის ფარზე“ მსაჯობდნენ, 2019 წლის დასაწყისში კი, ამაშუკელმა ჩელენჯ ქაფზე სოჭში, ‘ენისეისა’ და ‘ბრისტოლის’ თამაში იმსაჯა.

rugby.ge

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია