პორტუგალიის ნაკრები საქართველოს პარიზში უმასპინძლებს

პორტუგალიის ნაკრები საქართველოს პარიზში უმასპინძლებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრები, 2020 წლის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრებს პარიზში უმასპინძლებს. 

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" და პორტუგალიის რაგბის კავშირმა დაწერეს.

ზემოხსენებული ცნობა დაადასტურა პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრისთვის 20000 ბილეთის გაყიდვა მოხერხდება. საინტერესოა, რომ ეს ინიციატივა ძალიან მოიწონეს პორტუგალიელმა გულშემატკივრებმა და პრეზიდენტი შეაქეს. 

მატჩი "სტად ჟან-ბუენზე" გაიმართება - პარიზული სარაგბო კლუბის "სტად ფრანსეს" საშინაო არენაზე, რომლის ღირსებასაც "ბორჯღალოსანი" გიორგი მელიქიძე იცავს. 

გეტყვით, რომ პორტუგალია საქართველოს 7 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში უმასპინძლებს.

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა