რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?

რევოლუციური ცვლილებები სამხრეთულ რაგბიში: 4 ერი 6 ერად იქცევა?

არაერთი გამოცემა წერს, რომ სამხრეთული რაგბის მმართველი ორგანო "სანზაარი" სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

როგორც მოგეხსენებათ, "მსოფლიო რაგბი" რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ლიგის პროექტზე მუშაობდა, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა და დიდწილად ეს მოხდა 6 ერის რამდენიმე ქვეყნის გამო, რომლებიც ტურნირზე რელეგაციის დაშვების წინააღმდეგნი იყვნენ. ამრიგად, ამ ეტაპზე მსოფლიო ლიგის ჩატარება გამოირიცხა.

6 ერისგან განსხვავებული ხედვა გააჩნია "სანზაარს", რომელსაც სურს, რომ რაგბი უფრო გლობალური გახდეს და შესაბამისად, გაფართოებაზე ფიქრობს. მართალია, სუპერ რაგბიში პირიქით ხდება და ამ მომენტისთვის, იაპონური "სანვულვზის" 2021 წლიდან გაგდება გადაწყვეტილია, მაგრამ საპირისპირო იგეგმება რაგბი ჩემპიონშიპში, იგივე სამხრეთის 4 ერში.

ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა რელენე კასლმა დაადასტურა, რომ "სანზაარი", რომელიც სამხრეთული რაგბის მმართველო ორგანოა, რაგბი ჩემპიონშიპის ახალ მოდელზე მუშაობს და ეს პროცესი მას შემდგომ დაიწყო, რაც მსოფლიო ლიგის პროექტი ჩავარდა. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა დიდი ალბათობით, რაგბი ჩემპიონშიპი გაფართოვდება და 6 ერად იქცევა. სავარაუდოდ, ეს 2021 წელს მოხდება, როდესაც ახალი სატელევიზიო შეთანხმება უნდა გაფორმდეს. 

"სანზაარს" განსაკუთრებით ხიბლავს ის ფაქტი, რომ იაპონიას სატელევიზიო ბაზრის თვალსაზრისით დიდი რესურსი გააჩნია და ტურნირისთვის ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. იაპონიის გარდა, აქტიური საუბარია ფიჯის დამატებაზე და ნახსენებია აშშ-ც, თუმცა ამერიკა დიდი ალბათობით ამ ეტაპზე ტურნირში არ ჩაერთვება, ყოველ შემთხვევაში ზედა დივიზიონში. "სანზაარის" იდეა კიდევ უფრო გამყარდა მას შემდგომ, რაც იაპონიამ ირლანდია და შოტლანდია დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ ავსტრალიას და უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. 

ვახსენეთ ზედა დივიზიონი და რა თქმა უნდა, აქ იგულისხმებიან, დღევანდელი 4 ერის გუნდები: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და არგენტინა. საუბარი მიდის იმაზეც, რომ გაკეთდეს რაგბი ჩემპიონშიპის მეორე დივიზიონიც, რომელშიც იარსებებს აღზევება-დაქვეითების სისტემა და მასში ტონგა, სამოა, აშშ, კანადა, ურუგვაი და ბრაზილია ითამაშებენ.

 მოკლედ, ეს მოდელი ზუსტად ისაა, რასაც "მსოფლიო რაგბი" სთავაზობდა ქვეყნებს, თუმცა საქართველოსთვის სამწუხარო ის გახლავთ, რომ ეს პროექტი მხოლოდ სამხრეთ ჰემისფეროზე ვრცელდება, ხოლო 6 ერისგან გაფართოებაზე და მსგავსს გეგმაზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა და ალბათ, უახლოეს მომავალში არცაა მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო ლიგის პროექტი სწორედ მათ ჩააგდეს და ზუსტად აღზევება-დაქვეითების სისტემის გამო.

კომენტარები

არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია
ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული