"მსოფლიო რაგბის" მკაცრი ვერდიქტი - ირლანდიელი ვარსკვლავისთვის მსოფლიო თასი დასრულებულია

"მსოფლიო რაგბის" მკაცრი ვერდიქტი - ირლანდიელი ვარსკვლავისთვის მსოფლიო თასი დასრულებულია

ირლანდიის ნაკრების შუამარბი და ერთ-ერთი ლიდერი ბანდი აკი მიმდინარე მსოფლიო თასზე ვეღარ ითამაშებს.

მიზეზი, დისკვალიფიკაციაა, რომელიც "მსოფლიო რაგბის" სადისციპლინო კომიტეტმა მიუსაჯა. მათ აკის სამოასთან უხეში თამაში არ აპატიეს და სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

აღსანიშნავია, რომ ბანდი აკი წარმოშობით სწორედ სამოელია და სამოის ნაკრების მთავარი მწვრთნელის და კაპიტნის თხოვნა იყო, რომ აკი არ დაესაჯათ, რადგან მას განხრახ არ უუხეშია, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში არ არსებობდა სერიოზული შემამსუბუქებელი გარემოება და მოთამაშეს მკაცრი ვერდიქტი გამოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის (სახეში მხრის ჩარტყმა) სასჯელი ექვსკვირიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს, თუმცა ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა მოთამაშის კარგი რეპუტაცია და დისციპლინური ისტორია, თუმცა ეს აკისთვის დიდი ვერაფერი შვება იქნება, რადგან მიმდინარე ტურნირზე ვეღარ ითამაშებს.

ამრიგად, ირლანდიას ახალ ზელანდიასთან მეოთხედფინალში თამაში აკის გარეშე მოუწევს. 

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა