"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს ნაკრების ორი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს ნაკრების ორი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლა 11 ოქტომბერს დაასრულა.

"ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის 33:7 მოუგეს, თუმცა ფიჯისთან (10:45), უელსთან (14:43) და ავსტრალიასთან (8:27) დამარცხდნენ, მე-4 ადგილზე გავიდნენ და შესაბამისად, 2023 წლის მსოფლიო თასზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ.

"მსოფლიო რაგბიმ" მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ორი მოთამაშე გამოარჩია: უკანახაზელი გიორგი კვესელაძე და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე.

21 წლის გიორგი კვესელაძე საქართველოს ნაკრებში ორი მოთამაშიდან ერთ-ერთია, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ოთხივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. მან ურუგვაის ლელო დაუდო, ხოლო მთლიანობაში მისი სტატისტიკური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 48-ჯერ შეუტია, 3-ჯერ ფეხით ითამაშა, 9 პასი და 4 ოფლოუდი გააკეთა, 2-ჯერ ხაზი სუფთად გაჭრა, 7 მცველი გააბითურა, ბურთიანად 82 მეტრი გაიარა და 31 ბოჭვა გააკეთა (65%-იანი სიზუსტით).

ლეგენდარულ მამუკა გორგოძეზე "მსოფლიო რაგბი" წერს, რომ მან ყველაფერი გაიღო, ხოლო განსაკუთრებით კარგად ავსტრალიასთან ითამაშა. "გორგოძილამ", რომელმაც სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაუსრულდა და გუნდის საჭიროების გამო, "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო თასზე დაუბრუნდა, ოთხივე თამაშში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სამში ძირითადში იყო და ურუგვაისთან შეცვლაზე შემოვიდა. მან ფიჯის ლელო დაუდო, ხოლო მისი სტატისტიკური მონაგარი ასეთია: 44-ჯერ შეუტია, ფეხით ერთხელ ითამაშა, 4 პასი და 2 ოფლოუდი გაახერხა, ბურთით 27 მეტრი გაიარა და 34 ბოჭვა გააკეთა (97%-იანი სიზუსტით).

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია