იაპონიის ნაკრების გმირი კარიერას სენსაციური მიზეზით ასრულებს

იაპონიის ნაკრების გმირი კარიერას სენსაციური მიზეზით ასრულებს

იაპონიის ნაკრების ვარსკვლავმა და მელელოვემ კენკი ფუკუოკამ სენსაციური გადაწყვეტილება გაამხილა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე მსოფლიო თასის შემდეგ რაგბიდან მიდის, რათა ოჯახის ტრადიცია გააგრძელოს და სამედიცინო პროფესიას დაეუფლოს.

27 წლის მორაგბე იაპონელთა საკულტო ფიგურა მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე 4 ლელოს დადება მოახერხა და თავის გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა.

ფუკუოკამ 2015 წლის მსოფლიო თასზე მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა, ისიც შოტლანდიის წინააღმდეგ. აღნიშნული მატჩი იაპონელებმა 10:45 დათმეს. ფუკუოკა ძირითად შემადგენლობაში იყო გუშინ იგივე შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩში და "ნარშავებს" სამაგიერო 2 ლელოს დადებით გადაუხადა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ფუკუოკას 6 წლიანი სანაკრებო კარიერა, შესაძლოა, კვირას დასრულდეს, როდესაც იაპონია მსოფლიო თასის მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. იაპონელთა გარემარბს ნაკრებში 38 კეპი აქვს მოხვეჭილი და უდიდესი ალბათობით ამ მსოფლიო თასის შემდეგ სარაგბო კარიერას დაასრულებს.

მთლიანად რაგბისგან კი 2020 წელს განთავისუფლდება, მას შემდეგ რაც ტოკიოს ოლიმპიადაზე იაპონიის 7 კაცა ნაკრების ღირსებას დაიცავს.

კომენტარები

გრეიგ ლეიდლოუმ იაპონიას მიაშურა
რაგბის კლუბი "არესი" საქართველოს რაგბის კავშირისადმი მიმართვას ავრცელებს
"ოლ ბლექსის" მორაგბეებს ახალი მწვრთნელი არ მოსწონთ
სუპერ რაგბი აოტეაროას მეოთხე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ლიდერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ბექა შეყლაშვილი ფრანგული პრო დ2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ქართველების "მონპელიე" ტოპ 14-ის დაწყებამდე ორ მატჩს გამართავს
ჯორდი ბარეტის ბრწყინვალე ჯარიმა 65 მეტრიდან [VIDEO]
"ჰარიქეინსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ჩიფსის" კოშმარი გრძელდება [VIDEO]
ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია