როდის ითამაშა უკანასკნელად მეორე დონის გუნდმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში?

როდის ითამაშა უკანასკნელად მეორე დონის გუნდმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში?

იაპონიის ნაკრებმა A ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში შოტლანდია 28:21 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, სარაგბო ქვეყნები დონეების მიხედვით გახლავთ დაყოფილი და იაპონია მსოფლიო თასამდე (ჯერჯერობით ამ მომენტამდეც, თუმცა სხვა საქმეა რამდენად სამართლიანად) მეორე ეშელონის ქვეყნად, ე.წ. ტიერ 2-ის ქვეყნად ითვლებოდა.

საინტერესოა, ბოლოს როდის იმყოფებოდა მეორე დონის ქვეყანა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში და სულ რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა მსოფლიო თასების ისტორიაში.

გასულ ორ მსოფლიო თასზე ასეთი რამ არ მომხდარა, 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე პლეი-ოფებში მხოლოდ ტიერ 1-ის ქვეყნებმა გააღწიეს.

2007 წლის მსოფლიო თასზე კი, მეორე დონის ფიჯიმ სენსაცია მოახდინა, უელსს ჯგუფში 38:34 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია და უკანასკნელ 10 წუთში გაშვებული ორი ლელოთი, 20:37 დამარცხდა.

სენსაციების გარეშე ჩაიარა 1999 და 2003 წლების პლანეტის პირველობებმა, ხოლო 1995 წელს სამოამ, რომელიც მაშინ დასავლეთ სამოას სახელით გამოდიოდა, ჯგუფში იტალია და არგენტინა ჩატოვა, შემდეგ კი ასევე მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეხვდა და 14:42 წააგო.

1991 წელს კი, მეოთხედფინალს ერთბაშად ორმა მეორე ეშელონის გუნდმა უწია: კანადამ ჯგუფში რუმინეთს და ფიჯის აჯობა, ხოლო დასავლეთ სამოამ უელსს და არგენტინას. პლეი-ოფში კანადამ ახალ ზელანდიასთან 13:29 წააგო, დასავლეთ სამოა კი შოტლანდიასთან 6:28 დამარცხდა.

ისტორიაში პირველად გამართულ, 1987 წლის მსოფლიო თასზე ფიჯიმ ივარგა და ჯგუფში იტალია და არგენტინა ჩატოვა, ხოლო შემდეგ საფრანგეთთან, რომელიც ფინალში გავიდა, 16:31 დამარცხდა.

როგორც ხედავთ, მეორე დონის გუნდი მსოფლიო თასებზე ნახევარფინალში არასდროს გასულა და ამის შანსი, ახლა მასპინძელ იაპონიას აქვს, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, რადგან მისი მეტოქე უძლიერესი სამხრეთ აფრიკაა. თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე იაპონიამ ჯგუფში "სპრინგბოკსს" მოუგო...

კომენტარები

"მონპელიე" 2020/2021 - 39 პროფესიონალი, 27 ჟიფი და 2 ქართველი
ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ "მონპელიე" დატოვა
NRL: იკუვალუს ხუთი ლელო ერთ შეხვედრაში [VIDEO]
როდესაც პასი არასწორია [VIDEO]
დავით ბარბაქაძემ "ლოკომოტივი" დაალელოვა [VIDEO]
"7 ნოემბერს საფრანგეთი არ ითამაშებს" - საქართველოსთან ტესტი საეჭვოა?
ლოკომოტივი - ბულავა: 9 ქართველი ორივე გუნდის რიგებიდან [პირდაპირი ეთერი]
ჩესლინ კოლბი: "ყველა ჩემზე ორჯერ დიდი იყო"
ლექსო ყაულაშვილი: "კონკურენცია უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ განვვითარდე"
"ლესტერ ტაიგერსმა" ინგლისის ნაკრების ვარსკვლავებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა