უელსმა შეხვედრა მოიგო, ურუგვაიმ - გულშემატკივრების გულები

უელსმა შეხვედრა მოიგო, ურუგვაიმ - გულშემატკივრების გულები

უელსის ნაკრები D ჯგუფის ბოლო მატჩში ურუგვაის დაუპირისპირდა და 35:13 დაამარცხა.

ურუგვაიმ ძალიან ღირსეული შეხვედრა ჩაატარა და ფიჯისთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აალაპარაკა. 

პირველი ტაიმის შემდეგ უელსი მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით 7:6 იგებდა, 71-ე წუთზე კი ურუგვაიმ მეტოქე დაალელოვა და ამ დროისთვის სხვაობა მხოლოდ 8 ქულა იყო. კლასით გაცილებით მაღლა მდგომმა უელსმა ბოლო წუთებში მეტოქის დაღლით ისარგებლა და ორი ლელო დადო, თუმცა ამის გამო ურუგვაიზე ცუდს არავინ იტყვის, პირიქით, ეს გუნდი მხოლოდ ქებას იმსახურებს, რადგან როდესაც დრო გაწითლდა, ბურთი სწორედ მათ ჰქონდათ და ანგარიში უფრო მცირე იყო (13:28), თუმცა ურუგვაელებმა ბურთის გადაგდების ნაცვლად, ორჯერ სცადეს შეტევა, მაგრამ მოედნის ცენტრთან დაჯარიმდნენ, გარეთ დევისმა კი ბურთი სწრაფად გაათამაშა და შეხვედრას 85-ე წუთზე ლელოთი დაუსვა წერტილი.

ურუგვაიმ ტურნირი 1 მოგებით და სამი მარცხით ბოლო ადგილზე დაასრულა, თუმცა ფიჯისთან მოგებით, ღირსეული თამაშით და ყველა თამაშში დადებული ლელოებით, დაამტკიცა, რომ სერიოზული პროგრესი აქვთ და თუ განვითარების მეტი საშუალება მიეცემათ, კიდევ უფრო სერიოზული გუნდი დადგება.

უელსმა კი 19 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეერკინება. 

კომენტარები

ავსტრალია - ახალი ზელანდია: 2014 წლის მატჩის დრამატული ბოლო 13 წუთი [VIDEO]
ქართველების "ტულონი" სასჯელს გადაურჩა
როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?
სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ
"მსოფლიო რაგბის" მმართველი: "რაგბის განახლებისთვის ვაქცინის არსებობა მნიშვნელოვანია"
ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე სანაკრებო რაგბიში
ახალი სეზონიდან ევროპაში სათამაშოდ გადასულ მორაგბეთა სიმბოლური თხუთმეტეული
იტალიის ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს 2023 წლის ბოლომდე დაიბევა
რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს