საქართველომ მსოფლიო თასზე გამოსვლა ავსტრალიასთან ღირსეული თამაშით დაასრულა

საქართველომ მსოფლიო თასზე გამოსვლა ავსტრალიასთან ღირსეული თამაშით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა ავსტრალიასთან ღირსეული მარცხით დაასრულა.

"ბორჯღალოსნებმა" მრისხანე მეტოქეს ლელო დაუდეს და ჯარიმაც გაუტანეს, საპასუხოდ კი 4 ლელო და ჯარიმა მიიღეს. შესაბამისად, ავსტრალიამ 27:8 იმარჯვა.

პირველ ნახევარში ჯარიმა სოსო მათიაშვილმა გაიტანა. საპასუხოდ, ნიკ უაითმა ლელო დაგვიდო, ხოლო გარდასახვა და ჯარიმა მეთ ტუმოამ გაიტანა. 

ქართველი მოთამაშეები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, არაერთი რთული შეტევა მოიგერიეს, მეტოქეც წნეხში იმყოფებოდა და ბურთიც ხშირად უვარდებოდათ წინ, თუმცა დასკვნით 20 წუთში ჩვენს დაცვაში ღრიჭო მაინც მონახეს.

მე-60 წუთზე მარიკა კოროიბეტემ ბრწყინვალე სოლორეიდი მოაწყო და ლელო დაგვიდო, რომელიც ტუმოამ გარდასახა. 70-ე წუთზე კი, ლაშა ხმალაძემ შესანიშნავი გარღვევა მოაწყო, შემდეგ სანდრო თოდუას გაატანა ბურთი და "ვოლაბების" წინააღმდეგ ისტორიაში პირველი ლელოც დავდეთ. მათიაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თორემ 7-ქულიან სხვაობაში შევდიოდით. 

ავსტრალიამ ბოლოსკენ მაინც იძალა, ჯეკ დემპსიმ 75-ე წუთზე, ხოლო უილ გენიამ ბოლო წუთზე ლელოები დაგვიდეს და საბოლოო ჯამში, "ვოლაბებმა" ბონუსი ბოლო წუთზე აიღეს.  

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ